სწორი მიდგომები ცხოვრებაში

მაშ ასე, რა თვისებები და მიდგომები გააჩნიათ წარმატებულ ადამიანებს ? რა არის მათში ისეთი განსხვავებული და ინოვაციური რაც საბოლოო ჯამში წარმატება მოუტანა. 

სანამ წარმატებული ადამიანის ინოვაციურ მიდგომებზე ვისაუბრებთ, გავერკვეთ თუ რა არის სიტყვა ინოვაცია.

ფაქტობრივად საქართველოს მოსახლეობის უმეტესობას გააჩნია მობილური ტელეფონი, ასევე უმეტეს მოსახლეს გააჩნია სახლში ფიქსირებული მავთულიანი ან უმავთულო ტელეფონი.

თუ დავაკვირდებით, შევამჩნევთ რომ სახლის ტელეფონით ძველ დროსთან შედარებით სულ უფრო ნაკლებად ვსარგებლობთ.

კითხვა რატომ ? იმიტომ, რომ მობილური უფრო მოსახერხებელია, ამ ტექნოლოგიური ინოვაციის მეშვეობით სხვა ადამიანთან დაკავშირება ნებისმიერი ადგილიდან არის შესაძლებელი სადაც ქსელის დაფარვაა, ვართ უფრო მობილურები, მოქნილები და ა.შ

და იცით თუ არა, რომ დაახლოებით 10–15 წლის წინ, მობილური კავშირის საქართველოში განვითარების პერიოდში არსებობდა უამრავი ადამიანი, რომელიც ცალსახად აცხადებდა, რომ არასდროს არ ისარგებლებდა მობილური ტელეფონით და ის არ არის მისთვის მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი.

როგორ ფიქრობთ, რა ხდება დღეს ამ ადამიანების ცხოვრებაში ? რათქმაუნდა ისინი გახდნენ მობილური კავშირის მომხმარებლები.

როდესაც ცხადი გახდა, რომ აღნიშნული ინოვაციით სარგებლობისას  გაცილებით მეტი უპირატესობა გექმნება, მეტად ეფექტური  და კონკურენტული ხდები, თავისთავად აღნიშნული გარემოება არ რჩება უყურადღებოთ.

ზუსტად ამიტომ ინოვაცია მობილური კავშირის სახით ესე სწრაფად გავრცელდა, ადამიანები საკუთარი ეფექტურობის ასამაღლებლად უფრო მეტად მობილურ კავშირს ანიჭებენ უპირატესობას, ვიდრე ფიქსირებულს.

აქ ყველაზე მნიშვნელოვანი სწორეთ აღიქვათ ის აზრი, რომლის გადმოცემა გვინდა. და მთავარი აზრი დევს იმაში, რომ ეფექტურობის ასამაღლებლად ადამიანებმა, რომლებმაც დაიწყეს მობილური კავშირით სარგებლობა, შეცვალეს თავისი მიდგომა !

მათ დანერგეს საკუთარ ცხოვრებაში კომუნიკაციის უფრო ეფექტური მეთოდი, რომელიც ძველთან შედარებით უფრო მეტ შედეგს აძლევდა.

 

ერთის მხრივ მსგავში შეუმჩნეველი ცვლილებები მიდგომებში, რომლებიც შეგნებულად ან შეუგბებლად ხორციელდება ჩვენს ცხოვრებაში საბოლოო ჯამში მოქმედებს ჩვენს წარმატებაზე.

და რაც უფრო მეტ ინოვაციურ როგორც ტექნოლოგიურ ასევე პირადულ მიდგომას ვითვისებთ მით უფრო კონკურენტ–უნარიანი ვხდებით.

 

ერთის მხრივ ეს შეუმჩნეველი თვისებები არის ზუსტად ის გადამწყვეტი მეგანიზმები, რომლებიც ადამიანს ხდიან, სხვა ადამიანზე უფრო წარმატებულს. საბოლოო ჯამში ჩვენ ვიძენთ პერსონალურ უნარჩვევებს.

როგორია წარმატებული ადამიანის პერსონალური უნარჩვევები ამას უკვე შემდგომ პოსტში გაიგებთ.

 

ზუსტად რომ ზევით ჩამოთვლილ პირებს გააჩნია ერთის მხრივ შეუმჩნეველი მაგრამ მეორეს მხრივ გადამწყვეტი მიდგომები, ცხოვრების, ხალხის, საქმის და სხვა მოვლენების მიმართ, რამაც ესეთ წარმატებულ ადამიანებად აქცია.

Posted in Uncategorized | Leave a comment

არსებობს თუ არა დრო ?

არსებობს თუ არა დრო იმ ადამიანისთვის, რომელიც არაფერს არ აკეთებს ? ამ საკითხზე აქტიურად ფიქრმი, პარალელურ სამყაროებზე არსებულმა უამრავმა თეორიამ მიბიძგა. ბოლო მათგანი, რომელიც მე მოვისმინე, გუსილხმობდა, დაუთვალავი რაოდენობის პარალელური სამყაროს არსებობის შესაძლებლობას. აღნიშნული პარალელური სამყაროები იქმნებოდა ყოველთვის, ადამიანის ბიქურკაციის წერტილში მოხვედრისთანავე. შესაბამისად მაშინ როდესაც ადამიანი გადაწყვეტილეაბის გააყარზე იდგა და შესაბამის ნაბიჯს დგამდა, ამ ნაბიჯის პარალელურად სხვა განზომილებაში ალტერნატიული მოვლენები ვითარდებოდა, ყველა სათანადო გაგრძელებით.

თუ გსმენიან შრედინგერის კატის ექსპერიმენტის შესახებ. ეს არის სამეცნიერო ცდა, რომელიც აღწერს ერგრედ წოდებულ სუპერპოზიციას, ბიფურკაციის წერტილში. თეორემის არსი მდგომარეობს იმაში, რომ იმის და მიხედვით თუ რა ინფორმაცია მოვა ჩვენთან, ის განსაზღვრავს თუ რა იქნება სინამდვილეში.  ეს დასკვნა იუჯინ ვიგნერის პარადოქსის სახელს ატარებს.

აქედან გამომდინარე საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა  ქმედებას, მნიშვნელოვანია თუ რა ინფორმაცია გავრცელდება ამ მოვლენიდან და ის შექმნის არსებულ რეალობას.

რა კავშირშია ეს ყველაფერი დროსთან ? კავშირი ძალიან მარტივია ! დრო აღნინავს ქმედებათა გარკვეულ შესაძლო სიხშირეს, რომელიც ხორციელდება სამყაროში.

მაშინაც როდესაც ჩვენ არაფერს არ ვაკეთებთ, ქმედებების პროცესი მიმდინარეობს ადამიანში. მოძრაობს სისხლი, მიდის ნივთიერებათათა ცვლა. ეს არის მოვლენების თანმიმდევრობა, რომელიც ხორციელდება გარკვეული სიხშირთ. ქმედებები ხდება რეალობა მაშინ როდესაც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია. არსებობს იმდენი სამყარო რამდენი ვერსია დაეტევა.

წარსულის რეალობა იქმნება, ისტორიით და იმ ისტორიული ინფორმაციის მატარებლებით, რომელიც ჩვენამდე აღწევს.  თუ ეს მონაცემები არ გვაქვს, მაშინ არაფერი ჩვენთვის არ არსებობს.

უამრავი ხალხი იღუპება, პირიქით განიკურნება და ა.შ და ჩვენზე ეს მოვლენა მაშინ მოქმედებს როდესაც ინფორმაცია ჩვენამდე აღწევს. გასაკვირია ის, რომ მოვლენა შესაძლებელია განთავსებულ იქნას ნებისმიერ დროში.

ბევრ ქვეყანაში დრო მიდის ჩქარა და სოგერთში ძალიან ნელა. ზოგი დაფრინავს კოსმოსში, ზოგი კი ისევ ამუშავებს მიწას ხარებით. ამ ორი შემთხვევისათვის მოქმედებს სხვა და სხვა დრო.

აქედან გამომდინარე დასკვნა რო ერთნაირი მაჩვენებელი დროის, რომელიც ყველასთვის გარკვეული თანაბარი მაჩვენებელი იყოს არ იქნება სწორი. ყველა ქვეყნისთვის, ქალაქისთვის და ადამიანისთვის უნდა არსებობდეს საკუთარი დრო, რომელიც ასახავს ადექვატურად მის ქმედებებს.

უნდა არსებობდეს, მხოფლიო ლიდერების დრო, განვითარებადი ქვეყნების, და განუვითარებელი ქვეყნების.

ხოლო ცალკე იყოს დღე ღამის მონაკვეთის აღმნიშვნელი პარამეტრები და სულაც არ არის საჭირო რო ეს იყოს 12 ან 24 საათიანი სისტემა. უბრალოდ ღამდება, თენდება და ა.შ

მხოლოდ პირადილი დროის პარამეტრის შემთხვევაში შესაძლებელი იქნება განვითარებული და განვითარებადი დროის აღქმა, ყველა გაარკვევს თუ რა დროში ცხოვრობს ის და შესაბამისად განზომილებაში.

Posted in დროის არსი | Leave a comment

მოდა და დრო

ეს ტანსასმელი ეხლა მოდაშია – ალბათ ხშირად ქსმენიათ ასეთი გამოთქმა.

მოდა – პარადოქსული მოვლენა, რომელიც დროის გარკვეული მონაკვეთის ფარგლებში განაპირობებს იმ დროის სტილს, ჩაცმის მანერას, იდეებს, ქცევებს, ეტიკეტს, ცხოვრების სტილს, ხელოვნებას, არქიტექტურას, გართობას და ა.შ . მოდას ახასიათებს  თავისი სიცოცხლის ციკლი, რომელიც გარკვეული პერიოდის შემდეგ მთავრდება.  გარკვეულ ფორმებში ხდება მოდის (დაბრუნება) განმეორება, როდესაც ბებიები და ბაბუები ამბობენ, რომ მათ დროს ასეთი ფეხსაცმელი ან სხვა რამ იყო მოდაში.

ადამიანს ეშინია არ აღმოჩნდეს  იზოლაციაში და მოდას მაგიტომ მისდევს, ასევე უნდა რომ სხვებს აჩვენოს საკუთარი გემოვნება, გადაიღოს სხვისი გამოცდილება.

რა განაპირობებს მოდას, რა ციკლები აქვს მას დროში ?

Posted in დროის არსი | Tagged , , , , | Leave a comment

Time – Pink Floyd

არის მოსაზრება, რომ თუ მუსიკალური ჯგუფი იმღერებს ”დროის შესახებ” ის უკვდავი ხდება და მის შმოქმედებას მომდევნო თაობის წარმომადგენლებიც მოუსმენენ.

P.S 😉

Posted in Uncategorized | Leave a comment

დრო როგორც რელიგია

საინტერესოა რომ  III-VII საუკუნეში ჩვენს წელთ აღრიცხვამდე სპარსეთში ეთაყვანებოდნენ  ზერვანს და არსებობდა რელიგია ზერვანიზმი. ზერვანი – დროის ღმერთი, რომელმაც თავის მხრივ წარმოშვა სინათლე და სიბნელე. სინათლის და სიბნელის ბრძოლამ (კარგი და ცუდის) კი  წარმოშვა მსოფილო. დროის კულტი არსებობდა ძველ ინდოეთში, ძველ-ინდური ღმერთი კალი, დროს ნიშნავს. დროს ნიშნავს ბერძნულ მითოლოგიაში ღმერთი- ტიტანი კრონოსიც, რომელიც  ზევსი მამა.

Posted in Uncategorized | Leave a comment

დროის თემა სხვა ქართულ ბლოგებზე

ვფიქრობ რომ დროის თემა საკმაოდ აქტუალურია ყველასთვის. ძაილან გამიხარდა, რომ დროის თემაზე სხვა ქართულ ბლოგებზეც იწერება, და ამ ფენომენზე ფიქრობენ საქართველოში. ვდებ ლინკს ამ პოსტზე. ავტორი www.gabo.ge

დროის საიდუმლოება:   http://gabo.ge/archives/107

P.S პერეპოსტი არ აქვს ვორდპრესს ? 🙂

Posted in Uncategorized | Leave a comment

დრო ფულია

ცნობილი გამონათქვამი ”დრო-ფულია” 1748 წელს გაჩნდა და მისი ავტორი ბენჟამენ ფრანკლინია, ცნობილი ამერიკელი საზოგადოებრივი მოღვაწე, მეცნიერი და გამომგონებელი. აღნიშნული გამონათქვამი გამოყენებული იყო მოთხრობაში  – ”რჩევები ახალგაზრდა საქმოსანს”. ბენჟამის ფრანკლის კიდევ საკმაოდ ბევრი გამონათქვამი მიუძღვნის, მაგ. ”ამ ცხოვრებაში მხლოდ ორი რამ არი გარდაუვალი – სიკვდილი და გადასახადები” 🙂

Posted in დროის არსი | Tagged , , , , | Leave a comment

სიმღერა დროზე !

ლირიული გადახვევა სერიოზული სამეცნიერო – ფილოსოფიულ – ტექნიკური თემიდან 🙂

Posted in Uncategorized | Tagged , , , | Leave a comment

დროის მანქანა არსებობს ?!

1948 წელს მეცნიერმა კურტ გოდელმა უპოვა ამოხსნა ენშტეინის მიერ დასმულ ამოცანებს, რომლებიც შეეხებოდა გრავიტაციულ ველებს. ისინი აღწერდნენ სამყაროს, როგორ მუდმივად წრეზე მოძრავ ობიექტს. ასეთ სამყაროში ტრაექტორია შეკრულია, როგორც სივრცეში ასევე დროშიც, რაც იმას ნიშნავს რომ სამყაროში არამხოლოდ რაღაც კონკრეტული წერტილის მიღწევაა შესაძლებელი არამედ დროის კონკრეტული წერტილისაც. დროში მოგზაურობის საკითხებზე ენშტეინიც საკმაოდ აქტიურად მუშაობდა. როგორ ფიქრობთ შესაძლებელია დროში მოგზაურობა და რამდენად ესტეთიურია ეს საკითხი?

Posted in დროის არსი | Tagged , , , | 2 Comments

დრო თუ არა დრო !

ამისთვის ნეტავ არსებობს დრო ?!

Posted in Uncategorized | Leave a comment